12Jun, 2025

STEAM ფესტივალზე პროგრამის პრეზენტაცია
სკოლაში დასანერგი ინტეგრირებული პროფესიული "გრაფიკული დიზაინის" პროგრამის შესახებ ინფორმაცია მიეწოდა ფართო საზოგადოებას სკოლის STEAM FEST 2025-ის ფარგლებში, როდესაც პროექტის “ინოვაცია, ინკუზიურობა და ხარისხი - საქართველო (I2Q)” ფარგლებში STEAM ლაბორატორია გაიხსნა. ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი. მან აღნიშნა "გრაფიკული დიზაინის" პროფესიული პროგრამის დანერგვის მნიშვნელობის შესახებ. მიესალმა პროგრამის ხარისხის მართვის მენეჯერს და უსურვა წარმატება.


