30Jun, 2026

საბუნებისმეტყველო კათედრის წლიური ანგარიშის წარდგენა
დღეს სკოლის ექსტრაკურიკულუმის რევიზიის ფარგლებში მოხდა საბუნებისმეტყველო კათედრის ანგარიშის წარდგენა სამუშაო შეხვედრის ფარგლებში. სკოლის ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფის შეხვედრაზე განიხილეს შემდეგი საკითხები:
- სასწავლო წლის შეჯამება და წლიური შედეგების ანგარიში
- სადირექტორო წერების მეორე სემესტრისა და სემესტრული შედეგების ანალიზი.
- კურიკულუმის რევიზია.
- სასკოლო ნომინაციების კანდიდატების წარდგენა
სამუშაო შეხვედრა იყო ძალიან გულახდილი, მოხდა ახალი მოსაზრების გაზიარება, ხარვეზების გასწორება და მომავალი გეგმების პროექტის წარდგენა. სკოლის ადმინისტრაცია მადლობა გადაუხადა საბუნებისმეტყველო კათედრას გაწეული მუშაობისათვის!

