School page background

ბლოგი

სკოლის ბლოგი

23Jun, 2026
Emis-ის სკოლის თვითშეფასების კითხვარი

Emis-ის სკოლის თვითშეფასების კითხვარი

საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 დეკემბრის №641 დადგენილებით დამტკიცებული „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის" შესაბამისად, სკოლა ვალდებულია სასწავლო წლის დაწყებამდე გააანალიზოს საკუთარი საქმიანობა, განსაზღვროს საჭიროებები მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის კარიერული წინსვლის მიმართულებების შესაბამისად და აღნიშნულის საფუძველზე დაგეგმოს შესაბამისი ფუნქციების განაწილება.

პროცესის ეფექტიანად განხორციელებისა და სისტემატიზაციის მიზნით, შემუშავებულია ელექტრონული პლატფორმა/კითხვარი, რომელიც ხელმისაწვდომია თითოეული საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის.

პლატფორმა უზრუნველყოფს სასკოლო საზოგადოების თითოეული მხარის - სკოლის ადმინისტრაციის, მასწავლებლის, მოსწავლისა და მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ჩართულობას შესაბამისი კითხვარების შევსების გზით, რაც სკოლებს მისცემს შესაძლებლობას სისტემურად შეაგროვონ ინფორმაცია, გამოავლინონ არსებული გამოწვევები და საჭიროებები, დაგეგმონ განვითარებაზე ორიენტირებული ღონისძიებები და მტკიცებულებებზე დაფუძნებით განსაზღვრონ ფუნქციები კარიერული წინსვლის მიმართულებების შესაბამისად.