09Sep, 2026

სკოლის განახლებული ინფრასტრუქტურა
ახალი 2026-27 სასწავლო წლისათვის განახლდა სკოლის ინფრასტრუქტურა. ჩატარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები სპორტულ დარბაზში და გასახდელებში, მეორე და მესამე სართულის სარეკრიაციო სივრცეებში, განახლდა საკლასო ოთახები. სკოლაში მოეწყო ახალი სამასწავლებლო A კორპუსის მეორე სართულზე. საკლასო ოთახებში დამონტაჟდა მობილური ტელეფონების შესანახი ყუთები. სკოლის ადმინისტრაცია მოუთმენლად ელოდება მოსწავლეებს!

