
„ქუთაისის სკოლების თვითმმართველობათა ქსელი“
ქუთაისის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრებმა გაიმარჯვეს ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში, რაც აძლევთ შესაძლებლობას, განახორციელონ პროექტი - „ქუთაისის სკოლების თვითმმართველობათა ქსელი“. პროექტის მიზანია მოსწავლეთა თვითმმართველობების თავმჯდომარეებსა და წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების ხელშეწყობა, აგრეთვე ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ახალგაზრდები შეძლებენ გამოცდილების გაზიარებას, საერთო მიზნებზე მუშაობასა და ახალი ინიციატივების შემუშავებას. პროექტი ხელს შეუწყობს იმ ლიდერთა გაძლიერებას, რომლებიც საკუთარ სკოლებში დაბრუნების შემდეგ უკეთ მართავენ გუნდს, აამაღლებენ დემოკრატიულ კულტურას და შექმნიან უფრო ჩართულ, მეგობრულ და ინოვაციურ სასკოლო გარემოს.
პირველ ეტაპზე გეგმავენ შეხვედრას ქუთაისის სკოლების დირექტორებთან ან მათ წარმომადგენლებთან, რათა გაგაცნონ პროექტის დეტალები და მოგაწოდონ ინფორმაცია მათი საქმიანობის შესახებ. ეს თქვენ დაგეხმარებათ იმ ახალგაზრდების შერჩევაში, რომლებიც ღირსეულად წარმოადგენენ საკუთარ სკოლას და განსაკუთრებული აქტიურობით ჩაერთვებიან დაგეგმილ აქტივობებში. მომდევნო ეტაპზე გათვალისწინებულია შეხვედრები სკოლების თვითმმართველობის თავმჯდომარეებთან/წარმომადგენლებთან და მათი მომზადება ბანაკისთვის, სადაც ისინი შეისწავლიან გუნდის მშენებლობის პრინციპებს, ლიდერობას, ეფექტური სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და თანატოლების მოტივირებას. 

