School page background

კლუბები

წრეები

"გორდა" ხალხური საკრავების წრე

"გორდა" ხალხური საკრავების წრე

ანსამბლი "გორდა"

ფუნქციონირების ორი წლის განმავლობაში ანსამბლი „გორდა“ წარმატებით მონაწილეობდა და მონაწილეობს სხვადასხვა ფესტივალსა და კულტურულ ღონისძიებაში.

ანსამბლის საქმიანობის ფარგლებში მისი წევრები ეუფლებიან ქართულ ფოლკლორულ ნამუშევრებსა და ქართულ ხალხურ ტრადიციულ მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრის ხელოვნებას.

  • 2025 წელს, მუსიკალურ ფესტივალ „საირმე 2025“-ზე წარმატებული მონაწილეობის შემდეგ, ანსამბლის წევრებსა და ხელმძღვანელებს გადაეცათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები და სიმბოლური სამახსოვრო საჩუქრები.
  • 2025 წელს „მოსწავლეთა შემოქმედებით ოლიმპიადა 2025“-ში წარმატებული მონაწილეობისათვის ანსამბლმა III ადგილი მოიპოვა და შესაბამისი ფულადი პრიზით დაჯილდოვდა.
  • 2026 წლის 16 მაისს, ქუთაისში, ლ. მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში გამართულ ხელოვნების ფესტივალ „აპოლონზე“, ფოლკლორულმა ანსამბლმა „გორდამ“ წარმატებული გამოსვლისთვის დაიმსახურა დიპლომი და სიმბოლური საჩუქრები.
  • 2026 წლის 31 მაისს, თბილისში გამართულ ფესტივალზე „მშვიდობა მსოფლიოს“, ფოლკლორულმა ანსამბლმა „გორდამ“ წარმატებული მონაწილეობისათვის მიიღო სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები.
  • 2026 წელს „მოსწავლეთა შემოქმედებით ოლიმპიადა 2026“-ში წარმატებული მონაწილეობისათვის ანსამბლმა II ადგილი მოიპოვა და შესაბამისი ფულადი პრიზით დაჯილდოვდა.

ანსამბლი "გორდა" აგრძელებს შემოქმედებით მოღვაწეობას და მზად არის შემადგენლობის პროგრესული ზრდისა და განვითარებისათვის.