School page background

კლუბები

კლუბები

FinEdu Club

FinEdu Club

ფინანსური წიგნიერების განვითარების კლუბი

კონკურსი 23 აპრილს, წიგნის საერთაშორისო დღეს გამოცხადდა და მიზნად ისახავდა საქართველოს რეგიონების სასკოლო სივრცეებში ფინანსური განათლების თემებზე დისკუსიის წახალისებას, ასევე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სეგმენტში ფინანსური განათლების საკითხების სწავლის პროცესის ეფექტიანობის ზრდას.

კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ ორ კატეგორიაში: "ჟიურის რჩეული" და "მომხმარებლის რჩეული". კონკურსის პირობები და გამარჯვებულების შერჩევის კრიტერიუმები იხილეთ ბმულზე.

კონკურსის ფარგლებში სულ შემოვიდა 62 სკოლის პროექტი, საიდანაც გამარჯვებულებულებს შორის დასახელდა 21 სკოლა. გამარჯვებულები დასახელდნენ საქართველოს რეგიონების 7 ქალაქიდან და 9 სოფლიდან.

გამარჯვებულ სკოლებს ფინედუ გადასცემს კუთხის შექმნისთვის საჭირო საგანმანათლებლო რესურსებს, ხოლო გამარჯვებულ მასწავლებლებს წიგნების გამომცემლობების 130 ლარის ღირებულების ვაუჩერს.

კონკურსი ჩატარდა საქართველოს ეროვნული ბანკისა და მისი ფინანსური განათლების პლატფორმა ფინედუს ორგანიზებითა და სს "ბაზისბანკი" და სს "მიკრობანკი ემბისის" მხარდაჭერით. ფინედუ.jpg