
English Speaking Club
ინგლისური ენის კლუბი ,,English Speaking Club ” დაფუძნებულია განუსაზღვრელი ვადით. კლუბის მიზნები და ამოცანები: ინგლისური ენის ცოდნის დონის ამაღლების ხელშეწყობა; აქტიური მოსწავლეების აღმოჩენა და მათი შემოქმედებითი უნარების განვითარება. მოსწავლეთა ინიციატივების პროექტების სახით განხორცილება; ინტელექტუალური, კულტურული ღონისძიებების ორგანიზება; კლუბში გაწევრიანება : კლუბის წევრობა ნებაყოფლობითია; კლუბის წევრი შეიძლება გახდეს სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეები. კლუბის წევრობის მსურველმა უნდა მიმართოს კლუბს წერილობითი ფორმით. კლუბში გაწევრიანებაზე გადაწყეტილება მიიღება კლუბის პრეზიდენტის მიერ, სკოლის ინგლისური ენის პედაგოგთა შეთანხმებით. კლუბის წევრი ვალდებულია მიიღოს მონაწილეობა კლუბის საქმიანობაში, დაიცვას წესდების მოთხოვნები, შეასრულოს დავალებები და კლუბის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. კლუბის სტრუქტურა,მართვა და გადაწყვეტილებების მიღება: .კლუბი შედგება კლუბის წევრებისგან, რომელთა რაოდენობაა არაუმეტეს 15-16 მოსწავლისაა; .კლუბს შეიძლება ჰყავდეს პრეზიდენტი, რომლის უფლებამოსილებაა უხელმძღვანელოს კლუბის საქმიანობას. . ხელმძღვანელი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელობს კლუბის საქმიანობას. კლუბის პრეზიდენტი აირჩევა 1 წლის ვადით. .ერთი და იგივე კანდიდატი ზედიზედ პრეზიდენტად შეიძლება არჩეულ იქნას 2 ვადით. კლუბის მუშაობა კლუბი იკრიბება კვირაში ერთხელ, გარდა არდადეგების პერიოდისა; კლუბის საერთო კრება უფლებამოსილია თუ მას ესწრება წევრთა არანაკლებ 3/4 ; დასკვნითი დებულება: 6.1 წინამდებარე წესდება ძალაში შედის კლუბის საერთო კრების დამოწმების დღიდან. 6.2 ამ წესდებაში ცვლილებები შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ საერთო კრების გადაწყვეტილებით.

